დაზოგეთ დრო და ფული, იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად!

ვინ ვართ ჩვენ?
ჰაიქუთაისი არის კომპანია მოგზაურებისთვის, ვისაც სურთ უფრო კარგად შეისწავლოთ ქუთაისი და ახლოს მდებარე ქალაქი წყალტუბო. ის გთავაზობთ მომსახურეობას, რომელიც არის სიახლე და სხვა სააგენტოებს მანამდე არ შემოუთავაზებიათ.

ჩვენი მისია:
შევამციროთ ის სტრესი, რომელსაც იწვევს ამ ორი ქალაქის, ქუთაისისა და წყალტუბოს მთავარი ღირშესანიშნაობებს შორის გადაადგილება;
იაფი და კომფორტული ტრანსპორტი, რომელიც აღჭურვილია კონდიციონერებით;
ავტობუსები იმოძრავებენ ყოველ ერთ საათში ერთხელ მთავარი ღირშესანიშნაობებისკენ დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:25 საათამდე, ყოველ დღე, 1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით;
მთელი ერთ ან ორდღიანი ულიმიტო მოგზაურობა;

უკვე გადაწყვიტეთ ესტუმროთ ქუთაისსა და წყალტუბოს და არ იცით როგორ გადაჭრათ ტრანსპორტის პრობლემა ორივე ქალაქისთვის? მაშინ გვენდეთ და ჩვენ მიგიყვანთ ყველა ღირსშესანიშნაობასთან.

გსურს ნახოთ 3500 წლიანი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ქალაქი?

გსურთ ესტუმროთ ქუთაისის ძირითად ღირშესანიშნაობებს სწრაფად და კომფორტულად?

გსურთ იხილოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი?

გსურთ იხილოთ საქართველოს ერთ-ერთი კურორტი თავისი უძველესი მღვიმეებით (სტალაქტიტები, სტალაგმიტები და დინოზავრის ნაკვალევი), რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ?

გსურთ გაისეირნოთ საქართველოს დაუვიწყარი ბუნების მქონე ერთ-ერთ ულამაზეს პარკში?

გსურთ ესტუმროთ სპა კურორტს თავისი სამედიცინო დანიშნულების წყლებით?




Travel Company


Copyright © 2019