სად მდებარეობს ქუთაისი?

ქუთაისი არის 3500 წელზე მეტი ხნის ისტორიის ანტიკური ქალაქი დასავლეთ საქართველოში, რომელიც მდებარეობს კავკასიის რეგიონში ევრაზიაში. ქუთაისი მდებარეობს დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე, რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთი, სამხრეთით თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი. ქვყენის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის თბილისი.
ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით არის მესამე ყველაზე დიდი ქალაქი (147 000 მოსახლით), რომელიც მდებარეობს 221 კილომეტრით თბილისის დასავლეთით, 85 კილომეტრითაა დაშორებული საპორტო ქალაქ ფოთთან, 140 კილომეტრით ბათუმთან (შავი ზღვის ლამაზი სანაპიროებიდან) მდინარე რიონზე, რომელიც არის იმერეთის დედაქალაქი. ისტორიულად, ქუთაისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი და ქვეყნის დედაქალაქი შუა საუკუნეებში, მოგვიანებით კი იმერეთის სამეფოს დედაქალაქი. 2012 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე, ქუთაისი იყო საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი, რადგან იქ ფუნქციონირებდა საქართველოს პარლამენტი.
ქუთაისის ისტორია დაკავშირებულია არგონავტების მითთან (დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ნახოთ მითი ოქროს საწმისის შესახებ). ის არის მსოფლიოს უძველესს ქალაქებს შორის. 1089 წელს დავით აღმაშენებელმა, საქართველოს ერთ-ერთმა ძლევამოსილი მეფე ეკურთხა ბაგრატის ტაძარში, როგორც გაერთიანებული სამეფოს მეფე. ეს იყო საქართველოსთვის ახალი ერის დასაწყისი. დავითის ეპოქიდან ქუთაისის მძლავრი რელიგიური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი, სამეცნიერო აზრების ციტადელი, ,,მეორე იერუსალიმად’’, ,,სხვა ათონად’’ წოდებული გელათის სამონასტრო კომპლექსი დარჩა. მიუხედავად ქვეყნის პირველი ქალაქის სტატუსის დათმობისა, ქუთაისს შემდეგ საუკუნეებშიც არ დაუკარგავს მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს ისტორიაში.
HiKutaisi გთავაზობთ ერთდღიან და ორდღიან ბილეთს ქუთაისისა და წყალტუბოს მთავარ ღირსშესანიშნაობებში.
გრაფიკი:
აქ ჩამოდიან და მიდიან მატარებლები თბილისისკენ, ბათუმისკენ და საქართველოს სხვა ქალაქებისკენ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: link
Macdonalds -ის წინ, აქედან შეგიძლიათ იხილოთ ქუთაისის ყველა ძირითადი ღირშესანიშნაობა, როგორიცაა:
ქუთაისის ცენტრალური ბულვარი, რომელიც აშენდა 1848 წელს. აქ არის დიდი ძველი ხეები და შადრევნები, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის სასიამოვნო ადგილი დასასვენებლად.
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, რომელიც 1955 წელს გაიხსნა, თუმცა ქუთაისში თეატრალური ცხოვრება დაიწყო 1861 წლის 3 მარტს გ. ერისთავის კომედიით - "გაყრა". დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს:
link
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რომელიც 1969 წელს დაარსდა. მელიტონ ბალანჩივაძე იყო საოპერო მუსიკის დამფუძნებელი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
link
ნიკო ბერენიშვილი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიის მუზეუმი
მუზეუმი დაფუძნდა 1921 წელს, მასში 150 ათასზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია დაცული (ჩვენი წელთაღრიცხვის IX-VII საუკუნეებიდან გვიან შუა საუკუნეებამდე). მათ შორისაა: ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური ხანის ძეგლები - დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური აღმოჩენები, იშვიათი ნიმუშები ქართული, რომანული, ბიზანტიური და აღმოსავლური, ყოველდღიური ცხოვრების ნივთები და კულტურის იშვიათი ობიექტები, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები და ქართული ხელნაწერები. (სამუშაო საათები: ყოველდღე, 09.00 - 18.00) დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
link
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი დაარსდა 1963 წელს. ზაქარია ფალიაშვილი იყო საქართველოს ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის დამფუძნებელი. ის იყო კონსერვატორიის ხელმძღვანელი და ეროვნული გმირი. მუზეუმში დაცულია ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ მემორიალური ნივთებია. აქ შეგიძლიათ ნახოთ XIX საუკუნის ევროპული მექანიკური და ეროვნული ინსტრუმენტები, დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები და სხვა (სამუშაო საათები: ყოველდღე, 09.00 - 18.00)
link
ქუთაისის სპორტის მუზეუმი
მუზეუმი დაფუძნდა 1970 წელს. მუზეუმში დაცულია მედლები, თასები, პრიზები, ქართული ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების ფოტოები. ასევე, არსებობს უამრავი და მრავალრიცხოვანი კოლექციები: აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფოტო ნეგატივები, სპორტსმენების ფილმები, ცნობილი სპორტსმენების პირადი არქივები და სხვ. სამუშაო საათები: ყოველდღე, 09.00 - 18.00)
link
ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი
მუზეუმი დაფუძნდა 1975 წელს. მუზეუმი მოიცავს საქართველოს სამხედრო ისტორიის (იარაღსა და შეიარაღებას), II მსოფლიო ომის (ჯარისკაცის ფოტოები, ჯილდოები, კორესპონდენცია და ა.შ.) მასალებსა და დოკუმენტებს, მასალებს, რომელიც ასახავს აგრესიას/თავდასხმას, რომელიც განხორციელდა აფხაზეთში (1991-1993), სამხრეთ ოსეთში (სამაჩაბლო), 2008 წლის აგვისტოს (სამუშაო საათები: ყოველდღე, 10.00 - 18.00)
link
ეკლესია, რომელსაც გარს აკრავს კლდეთა სისტემა, აშენდა მე -11 საუკუნეში. ის მეფე ბაგრატ მესამემ ააშენა მერვე საუკუნეში განადგურებული ტაძრის საძირკველზე ორი ძმის, ეროვნული გმირების და საპატრიარქოს მიერ, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული დავით და კონსტანტინეს საპატივცემულად. 15 ოქტომბერს აღინიშნება წმინდა დავით და კონსტანტინეს მოწამეთა დღე, როდესაც მოწამეთას მრავალრიცხოვანი მომლოცველები და ხალხი სტუმრობს.
კომპლექსი დაარსდა 1106 წელს დავით აღმაშენებელის, საქართველოს სამეფოს ყველაზე ძლიერი მეფის მიერ, სადაც თავად არის დაკრძალული. ეს იყო რელიგიური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი, სამეცნიერო აზრების ციტადელი, "მეორე იერუსალიმად" და "მეორე ათენად" წოდებული. ეს კომპლექსი გახლავთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
გარდა ზემოაღნიშნული მუზეუმებისა, შეგიძლიათ გაუყვეთ გაპონოვის ქუჩას, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ებრაული დასახლება იყო. აქ შეგიძლიათ იხილოთ 1886 და 1912 წლებში აშენებული ორი სინაგოგა. აქვე არის წმინდა გიორგის ეკლესია. ასევე, მაკდონალდთან არის ორსართულიანი ახლად აშენებული ეკლესია.
- აშენდა 10-11 საუკუნეებში, სადაც ერთიანი საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატ მესამე მეფედ ეკურთხა, ხოლო 1089 წელს კი დავით აღმაშენებელი. ტაძრის რეკონსტრუქცია განხორციელდა 2009 წელს.
პარკი გაკეთდა 1968 წელს და სადაც არის 12 ატრაქციონი 4.6 ჰექტარზე. აქედან იშლება ქალაქის ულამაზესი ხედი და საბაგიროს მეშვეობით, შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ისტორიულ ნაწილში. აქ შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი თეთრი ხიდი, ოქროს ჩარდახი (იმერეთის მეფის რეზიდენცია), N1 საჯარო სკოლა, სადაც სწავლობდნენ საქართველოს ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი პირები; N3 საჯარო სკოლა, რომელიც ორი საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში; ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი საქართველოში - იმერეთის რეგიონის ტურიზმის ცენტრი; დავით კაკაბაძე ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა და სხვა.
ეს არის 300 მ სიგრძის მღვიმე და აქ შეგიძლიათ ნახოთ დინოზავრის ნაკვალევი, ასევე სტალაქტიტები და სტალაგმიტები. აგრეთვე, აქ არის მინის პლატფორმა, საიდანაც შეგიძლიათ ქუთაისიც კი დაინახოთ, ისევე როგორც ლამაზი ტყე და მდიდარი ბუნება.
ძალიან ლამაზი ადგილია პატარა ბაღით, სავსე ყვავილებითა და ბუჩქებით. აქ არის კაფე ტბის პირას. აქედან შეგიძლიათ ფეხით გახვიდეთ წყალტუბოს ცენტრალურ პარკში და დატკბეთ ულამაზესი ბუნებით.
ეს არის 1600 მეტრის სიგრძის მღვიმე. მღვიმეში მთელი წლის განმავლობაში მუდმივად 14C. მღვიმე შესაძლებელია ჩატარდეს ბალნეოლოგიური კურსები, ასთმის მკურნალობა და სხვა დაავადებები. მღვიმეში ნავია, რომლით გასეირნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს.
link
სტალინის საყვარელი ადგილი; მის წინ არის ლამაზი შადრევანი და ძეგლი; აქ შეგიძლიათ ჩაიტაროთ თანამედროვე სამედიცინო მკურნალობა და მიიღოთ აბაზანები.
მშვენიერი პარკი მდიდარი ბუნებით; შეგიძლიათ ფეხით გაისეირნოთ და დაისვენოთ მთელი წლის განმავლობაში.
სადგურიდან ავტობუსები და მიკროავტობუსები ნებისმიერი მიმართულებით გადიან, ეს არის ქუთაისის ავტობუსების ცენტრალური სადგური.
აქ ჩამოდის და გადიან მატარებლები თბილისის, ბათუმის და საქართველოს სხვა ქალაქების მიმართულებებით, დამატებითი ინფორმაციისთვის:
link


Travel Company


Copyright © 2019